72 საათში შეგროვილი 9 მილიონი ლარი
ანგარიშის გახსნიდან 72 საათში StopCov ფონდში 9 მლნ ლარი შეგროვდა.
ბიზნესომბუდსმენის აპარატში სპეციალური პლატფორმა - StopCoV ფონდი შეიქმნა.
ანგარიშის გახსნიდან 72 საათში, COVID 19 - ვირუსთან ბრძოლისთვის, StopCov ფონდში 9 მლნ ლარი შეგროვდა.
ფონდში თანხის ჩარიცხვა www.stopcov.ge-ს პლატფორმიდან ყველას შეუძლია.
25 მარტის 18:00 საათის მონაცემებით ფონდში მსხვილი შენატანები განახორციელეს კომპანიებმა:
· მაგთიკომი
· არ ემ ჯი
· მეტრო ჰოლდინგი
· თელავის ღვინის მარანი
· პე-ეს-პე ჯგუფი
· თეგეტა მოტორსი
· ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრი
· ფოთის საზღვაო ნავსადგური
· საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე
· ჰუალინგი
· სამშენებლო კომპანია დირსი
· თბილი სახლი
· სარაჯიშვილი
· სუპერმარკეტების ქსლი „ზღაპარი“
· ქსელი „სუფთა სახლი“
· რუსთავი სთილ კორპორეიშენ კომპანი
· ასკანელი ძმები
StopCoV ფონდში აკუმულირებული თანხები, პლატფორმის ფარგლებში, ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და კერძო სექტორის კოორდინაციით, იდენტიფიცირებული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად მიემართება.