მედია
სამშობლოს ღალატი მოგეკითხებათ - მუქარის ზარები სამცხე-ჯავახეთის მედიასა და ენჯეოებთან
მუქარის ზარები და შეურაცხყოფის ზარები დედაქალაქის შემდეგ რეგიონების მოსახლეობის ტელეფონებზეც გაისმა. ,,სამშობლოს ღალატი მოგეკითხებათ" - ეს იყო ის ძირითადი ხაზი, რითაც ახალციხესა და ახალქალაქში მცხოვრებ მედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს მიმართავდნენ. www.tv9news.ge-ს ჟურნალისტს რუსუდან გვარამაძეს 10 მაისს დაუკავშირდნენ.
,,სამშობლოს მოღალატე ხარ და მოგეკითხებაო. მართლა ძალიან ვწუხვარ, რომ ამის გაკეთებას გაიძულებენ. დარწმუნებული ვარ ამით ღირსება გელახებათ. ვიმედოვნებ, რომ მალე მოეკითხება ყველას. არა რუსულ კანონს" - აღნიშნავს რუსუდან გვარამაძე.
www.tv9news.ge-ს გარდა, შეურაცხყოფისა და მუქარის ზარები გაისმა ჟურნალისტების - ნუკა სტეფნაძისა და თემო ინასარიძის მობილურზე. ასევე ახალციხისა და ბორჯომის ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებთან.
მუქარის ზარები მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მობილურებზე ძირითადად ორი ნომრიდან გაისმა: 551 24 77 07 და 551 66 44 88.
7 მაისიდან, დაუდგენელი პირები მუქარის და შეურაცხმყოფელი შინაარსის მქონე ტექსტებით უკავშირდებიან ყველა იმ ადამიანს, ვინც საჯაროდ გამოხატავს პროტესტს რუსული კანონის წინააღმდეგ.
გააზიარეთ :