დაინფიცირებულთა რაოდენობა 14-ით გაიზარდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 148-მდე გაიზარდა.
ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge -ზე არის განთავსებული.
კარანტინის რეჟიმშია 5 550 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 281 პირი.
ინფორმაციისთვის, 148 ადამიანიდან 27 გამოჯანმრთელებულია.
დაინფიცირებულთა შორის 7 პირი ეროვნული ბანკის თანამშრომელია, რომელთა ნაწილს მოქალაქეებთან შეხება არ ჰქონდა და სავარაუდოდ ფულით დაინფიცირდა.