COVID19
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის შიდა გავრცელება დაიწყო
ადიგენის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ყველა მათგანი ინფიცირებულ თანასოფლელებთან კონტაქტში იმყოფებოდა.
სამხარეო ადმინისტრაციის აპარატის უფროსის გიორგი მიქელაძის თქმით, ოთხივე შემთხვევა სოფელ ჭეჭლაში გამოვლინდა.
თავდაპირველად კორონავირუსი ჭეჭლას ორ მაცხოვრებელს 19 სექტემბერს დაუდასტურდა.
22 სექტემბერს კოვიდ 19 სოფელში კიდევ ერთ პირს დაუდგინდა. სამივე მათგანი ბათუმში ქორწილში იმყოფებოდა.
მოგვიანებით, სამედიცინო პერსონალის გეგმიური ანალიზის დროს კორონავირუსი აღმოაჩნდა ადიგენის სოფელ უდეში მცხოვრებ ექთანსაც. მისი ინფიცირების წყარო უცნობია.
ამ ეტაპზე, რეგიონში კორონავირუსის რვა შემთხვევაა დადასტურებული.
გააზიარეთ :