COVID19
ადიგენში კორონავირუსის ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
ბოლო 24 საათში, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, COVID 19-ის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. კორონავირუსი დაუდასტურდა ასპინძის სოფელ რუსთავში მცხოვრებ ექთანს, რომელიც აჭარაში იმყოფებოდა. სამხარეო ადმინისტრაციის აპარატის უფროსის თქმით, კლინიკას ანალიზის ასაღებად თავად მიმართა. გიორგი მიქელაძე ამბობს, რომ თანასოფლელებს აქვთ რეკომენდაცია, არ დატოვონ სოფელი და სხვა პირებმაც თავი შეიკავონ რუსთავში ჩასვლისგან.
მეორე შემთხვევა ადიგენის სოფელ ჭეჭლაში დაფიქსირდა. კორონავირუსი დაუდასტურდა ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფ ადგილობრივს. ადიგენის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა. აქედან ორი უდეში, ერთი გომაროში და ცხრა ჭეჭლაში ფიქსირდება.
ასპინძასა და ადიგენში მიმდინარეობს იმ პირების მოძიება, რომლებსაც ურთიერთობა ჰქონდათ ინფიცირებულებთან.
გააზიარეთ :