COVID19
ადიგენში კორონავირუსით მესამე პირი დაინფიცირდა
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭეჭლაში მცხოვრებს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას ადასტურებენ სამხარეო ადმინისტრაციის აპარატში. უფროსის, გიორგი მიქელაძის თქმით, მესამე ინფიცირებულიც ბათუმში, იმავე ქორწილში იმყოფებოდა, რომელშიც მისი ორი თანასოფლელი დაინფიცირდა.
მოქალაქის ბიოლოგიური მასალა გამოსაკვლევად 21 სექტემბერს გააგზავნეს, რეგიონში პასუხი კი 22 სექტემბერს მოვიდა.
"ეტაპობრივად ხდებოდა გამოვლენა, ვინ იყო ინფიცირებულთან კონტაქტში, ვინ იმყოფებოდა ქორწილში. მოხდა გატესტვა და სამწუხაროდ, დადებითია პასუხი", - გვითხრა გიორგი მიქელაძემ. მოხდება თუ არა რეგულაციებისა და შეზღუდვების შემოღება სოფელში - სამხარეო ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ამაზე გადაწყვვეტილება მიღებული ჯერ არ არის.
შეგახსნებთ, რომ ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭეჭლაში ორ პირს კორონავირუსი რამდენიმე დღის წინ გამოუვლინდა. სამი დღეა ეპიდემილოლოგები მათ კონტაქტებს იკვლევენ.
გააზიარეთ :