COVID19
COVID-19 რეგიონის ხუთ მუნიციპალიტეტში გამოვლინდა
გასული 24 საათის განმავლობაში, სამცხე-ჯავახეთში დაფიქსირებული 27 შემთხვევიდან, კორონავირუსი ხუთ მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა. აქედან ყველაზე მეტი - 14 ინფიცირებული ახალციხეშია გამოვლენილი. რვა ახალქალაქში, 2-2 ადიგენსა და ბორჯომში, ერთი კი ასპინძაში. 

სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, გამოვლენილია ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფი 127 პირი, დანარჩენების მოვლევა ამ დრომდე მიმდინარეობს. 

სულ გამოჯანმრთელდა 51 პირი. რეგიონის მასშტაბით თვითიზოლაციაში იმყოფება 985 მოქალაქე.
| Print |