COVID19
კლინიკა "იმედი" ცხელების სრულ ზონად გადაკეთდა
ახალციხეში კლინიკა "იმედი" ცხელების სრულ ზონად გადაკეთდა - ამის შესახებ სამხარეო ადმინისტრაციის აპარატის უფროსმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. გიორგი მიქელაძის ინფორმაციით, შედეგად მობილიზებულია 60 საწოლი.

კლინიკას მოქალაქეები COVID 19-ზე საეჭვო სიმპტომებით მიმართავენ და ანალიზის პასუხამდე სამედიცინო დაწესებულებაში დარჩებიან.

გარდა ამისა, ცხელებიან პაციენტებს ათავსებენ ახალციხის სასტუმრო „გრანდპალასში“, რომელიც პანდემიის დაწყებისთანავე საკარანტინე სივრცედ მოეწყო.

ცხელების ზონად გადაკეთდა ახალციხეში სასტუმრო "ტიფლისიც" რომელმაც შესაბამისი ხელშეკრულება 24 ოქტომბერს გააფორმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის 1872 შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან 11 სამცხე-ჯავახეთში.

| Print |