სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 45 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ორი გამოჯანმრთელდა
გასული დღე-ღამის განმავლობაში სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 45 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და რეგიონში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 742 შეადგინა.
45 ახალი შემთხვევიდან 8 ადიგენში, 4 ასპინძაში, 15 ახალციხეში, 4 ახალქალაქში, 9 ბორჯომსა და 5 ნინოწმინდაში დაფიქსირდა. სამარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, გამოვლენილია ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 93-მდე პირი, მიმდინარეობს კონტაქტების მოკვლევა. კვლევაში რჩება 156 პირის ბიოლოგიური მასალა.
24 საათში გამოჯანმრთელდა რეგიონში მცოვრები ორი კოვიდინფიცირებული და გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ 97 შეადგინა.
რეგიონის მასშტაბით, თვითიზოლაციაში იმყოფება 1 070 პირი:
ახალქალაქი - 117 პირი;
2. ადიგენი - 152 პირი;
3. ახალციხე - 420 პირი;
5. ბორჯომი - 174 პირი;
6. ასპინძა - 134 პირი;
7. ნინოწმინდა - 73 პირი.
კარანტინში იმყოფება 327 მოქალაქე, აქედან 39 ახალციხეში, 388 კი ბაკურიანის სასტუმროებში მოწყობილ საკარანტინე სივრცეში.
კორონავირუსის დიაგნოზით რეგიონში ცხრა პირია გარდაცვლილი.