COVID19
ახალციხელი ექიმი ამბროსი მოდებაძე კორონავირუსით გარდაიცვალა
თითქმის ორთვიანი მკურნალობის შემდეგ, ახალციხელი ექიმი, რომელიც რეგიონში პირველი ინფიცირებული მედიკოსი იყო, გარდაიცვალა. ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგის ჯანმრთელობის მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო. მას თანმდევი დაავადებები ჰქონდა. თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში მოთავსებული ექიმი აპარატზე იყო მიერთებული. 

ამბროსი მოდებაძე ახალციხის კლინიკა "იმედსა" და რეფერალურ ჰოსპიტალში მუშაობდა. ვირუსი მას გეგმიური ტესტირების დროს, 12 ოქტომბერს დაუფიქსირდა

ეს მოთხე შემთხვევაა, როცა კორონავირუსმა რეგიონში სამედიცინო პერსონალი იმსხვერპლა. თავდაპირველად ახალქალაქის სასწრაფო დახმარების ექიმი გარდაიცვალა, მოგვიანებით სასწრაფო დახმარების რეგიონული მენეჯერი, გუშინ კი ახალციხის რეფერალური ჰოსპიტლის რეანიმატოლოგი.
| Print |