ახალციხეში კორონავირუსის 12 შემთხვევა დაფიქსირდა
ბოლო დღე–ღამის განმავლობაში სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 29 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისათვის რეგიონში ინფიცირებულთა რაოდენობა 3 848-მდე გაიზარდა.
სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, 29–დან 12 შემთხვევა - ახალციხეში, 10 - ბორჯომში, 4 – ახალქალაქში, 2 - ადიგენში და 1 - ასპინძაში დაფიქსირდა.
გამოვლენილია ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 71 პირი. კვლევაში რჩება 44 ნიმუში.
გასული 24 საათის განმავლობაში გამოჯანმრთელდა კიდევ 178 პაციენტი და სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ 2 591-ს მიაღწია.
სამცხე-ჯავახეთში თვითიზოლაციაში მყოფ პირთა რაოდენობა ისევ შემცირდა. რეგიონში ამ ეტაპზე თვითიზოლაციაში 615 ადამიანი იმყოფება. აქედან ახალციხის მუნიციპალიტეტში - 170 პირი, ადიგენში - 76, ასპინძაში - 60, ახალქალაქში - 95, ბორჯომში - 195 და ნინოწმინდაში - 10 პირი.
25 დეკემბრის მდგომარეობით, კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა ოფიციალურად 41-ია.