COVID19
საქართველოში კორონავირუსის 419 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში ჩატარდა 29 341 კვლევა, ტესიტრების შედეგად გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 419 ახალი დადასტურებული შემთხვევა. აქედან თბილისი 203 შემთხვევა, აჭარა - 26, იმერეთი - 64, ქვემო ქართლი - 27, შიდა ქართლი - 22, გურია - 16, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 18, კახეთი - 9, მცხეთა-მთიანეთი - 13, სამცხე-ჯავახეთი - 4, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 17.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 279 446-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 307 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 271 585-მდე.
კორონავირუსით გარდაცვალების 6 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 738 პირი ემსხვერპლა.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 4 097, საიდანაც 1 563 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 304 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 80 პირი, 192 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 2 342 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 271 ადამიანი, ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 7 128 ადამიანი.
გააზიარეთ :