საქართველოში კორონავირუსის 1 056 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 38 921 კვლევა. ტესტირების შედეგად გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 056 ახალი დადასტურებული შემთხვევა, აქედან
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 341 894-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 071 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 324 426-მდე.
კორონავირუსით გარდაცვალების 28 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 727 პირი ემსხვერპლა.