საქართველოში კორონავირუსის 769 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 769 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 31 272 კვლევა.
თბილისში გამოვლენილია 455 შემთხვევა, აჭარა - 46, იმერეთი - 62, ქვემო ქართლი - 58, შიდა ქართლი - 23, გურია - 4, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 44, კახეთი - 44, მცხეთა-მთიანეთი - 14, სამცხე-ჯავახეთი - 9, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 10.
ქვეყანაში დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 358 360-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 460 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 343 837-მდე.
კორონავირუსით გარდაცვალების 17 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 148 პირი ემსხვერპლა.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 9 349 საიდანაც 2 764 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 659 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 179 პირი.
584 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 6 001 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 44 ადამიანი, თვითიზოლაციაში იმყოფება 10 052 პირი.