საქართველოში კორონავირუსის 980 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 30 579 კვლევა. ტესტირების შედეგად გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 980 ახალი დადასტურებული შემთხვევა.
აქედან თბილისი 663, აჭარა - 38, იმერეთი - 95, ქვემო ქართლი - 51, შიდა ქართლი - 18, გურია - 2, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 39, კახეთი - 52, მცხეთა-მთიანეთი - 12, სამცხე-ჯავახეთი - 6, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 4.
დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 367 058-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 877 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 352 624-მდე.
კორონავირუსით გარდაცვალების 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 327 პირი ემსხვერპლა.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 9 081 საიდანაც 2 729 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 601 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 165 პაციენტი.
605 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 5 747 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 105 ადამიანი, თვითიზოლაციაში იმყოფება 6 720 ადამიანი.