როდის გაეზრდებათ მასწავლებლებს ხელფასები?
2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი ცნობილია, როგორც პირველად დოკუმენტში ვკითხულობთ, განათლების და მეცნიერების მიმართულებით დაფინანსება გაზრდილია 370 მილიონ ლარზე მეტით, რომლის ფარგლებშიც, საჯარო სკოლების დაფინანსებაზე მიიმართება დამატებით 200 მილიონი ლარი და მიმდინარე წლის ივლისიდან სკოლის მასწავლებელთა გაზრდილი ანაზღაურების სრული წლით დაფინანსება მოხდება.
ასევე, გათვალისწინებულია საჯარო სკოლების ადმინისტრაციული პერსონალის და მანდატურების ხელფასების 10 % პროცენტით გაზრდა.
საჯარო სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის გამოყოფილია, 560 მილიონ ლარზე მეტი.
საბავშვო ბაღების მშენებლობა რეაბილიტაციაზე მიემართება 180 მილიონ ლარზე მეტი, ეს კი ნიშნავს, რომ 2025 წლის იანვრიდან მასწავლებელთა ხელფასების ზრდა არ იგეგმება. ამაზე კომენტარი განათლების მინისტრმა გიორგი კაკაურიძემ უკვე გააკეთა და განმარტა, რომ მიმდინარე წელს მასწავლებელთა ხელფასების უპრეცედენტო ზრდა მოხდა და კიდევ ხელფასების მატება მათთვის აღარ გამოვა.