ასპინძაში კორონავირუსით ქალი გარდაიცვალა
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსს კიდევ ერთი პირი ემსხვერპლა. დღეს, 22 აგვისტოს ასპინძაში მცხოვრები 65 წლამდე ქალი გარდაიცვალა.
საზოგადოებირივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის მზია პაპაშვილის თქმით, პაციენტი ნინოწმინდის სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობდა.
"ქრონიკული პაციენტი იყო, ნინოწმინდის კლინიკაში იყო გადაყვანილი".
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 73 გახდა. დღეს, 22 აგვისტოს რეგიონში 104 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.