„ომიკრონის“ შემთხვევების პიკი საქართველოში იანვარში იქნება“ - ივანე ჩხაიძე
„ომიკრონის“ შემთხვევების პიკი საქართველოში იანვრის თვეში იქნება“, - ამის შესახებ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა.
იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელის თქმით, აუცილებელია ბუსტერ დოზის გაკეთება რადგან მომზადებული შევხვდეთ „ომიკრონს“.
„ველოდებით, რომ „ომიკრონის“ შემთხვევების პიკი საქართველოში იანვრის თვეში იქნება. ჯანმოს რეკომენდაციის გათვალისწინებით, ჩვენთან მოსახლეობის დიდი ნაწილი სწორედ იანვრისთვის უნდა იყოს მზად ბუსტერ დოზის გაკეთების საშუალებით. უმრავლესი ვაქცინირებული აგვისტოსა და სექტემბრის თვეში იყო იმუნიზაციის კაბინეტებში მისული.
იმუნიზაციის საბჭოს სხდომაზე მივიღეთ გადაწყვეტილება და ხუთი თვიდან, სამ თვემდე შევამცირეთ ვადა მეორე დოზასა და ბუსტერ დოზას შორის, რამაც შესაძლებლობა მისცა სწორედ აგვისტოში და სექტემბერში ვაქცინირებულ ადამიანებს, ახლა გაიკეთონ ბუსტერ დოზა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია მათი მომზადებისთვის, როდესაც ქვეყანაში იქნება „ომიკრონის“ შემთხვევების მაქსიმუმი“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.