საზოგადოების თავშეყრის ადგილები, სპორტული დარბაზები, ურნები, რეკრეაციული ზონები - ახალციხელების აზრით, ქალაქს სწორედ ესენი აკლია. ადგილობრივებს შენიშვნები ძირითადად, ინფრასტრუქტურაზე აქვთ. მოქალაქეებს ბავშვებისთვის მეტი სივრცე სურთ, ზრდასრულებისთვის კი გამართული საზოგადოებრივი ტრანსპორტი.