სჭირდება თუ არა საქართველოს რუსული ბაზარი? - ამ კითხვაზე პასუხი დასავლეთის ნახევარმილიარდიანი ბაზრის პერსპექტივამ გასცა. ამის მიუხედავად, ქვეყნებს შორის, სადაც ქართული პროდუქცია შედის, რუსეთს ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უკავია (2019 წელს მეორე ადგილი).
გასული წლის იანვარ-ივნისში საქართველოდან რუსეთში გატანილი იყო ფეროშენადნობები, ყურძნის ნატურალური ღვინოები, მინერალური და მტკნარი წყლები.
ეკონომისტები მიიჩნევენ, რომ ქართულ-რუსული ვაჭრობის შეჩერების შემთხვევაში, არამხოლოდ ქართულ საექსპორტო პროდუქციას შეიძლება შეექმნას პრობლემა, არამედ იმპორტის ჩანაცვლების პოლიტიკამაც შესაძლოა გამოიწვიოს ფასების ზრდა და ზოგიერთი პროდუქტების დეფიციტი დროის გარკვეულ პერიოდში. თუმცა, საქართველომ მოახერხა რუსულ ბუნებრივ აირზე 100%-იანი დამოკიდებულების 4%-მდე შემცირება.
ახალციხეში მოსახლეობის აზრი ორად იყოფა. ერთი ნაწილი თვლის, რომ ქართველი მეწარმეები და ფერმერები რუსული ბაზრის გარეშეც შეძლებენ პროდუქციის რეალიზებას, მოქალაქეთა მეორე ნაწილი კი თვლის, რომ საქართველოს აუცილებლად სჭირდება რუსულ ბაზარზე იმ სახით დაბრუნება, როგორიც ეს ათეული წლების წინ იყო.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.