უნდა აიკრძალოს თუ არა აბორტი საქართველოში? (ვიდეო)
18:44 / 15.02.2020
ოფიციალური ინფორმაციით, 2018-2019 წლებში საქართველოში 22 763 აბორტი გაკეთდა. აქედან, 2018 წელს აბორტი 86 არასრულწლოვანს გაუკეთდა. 2019 წლის 9 თვეში კი სამედიცინო დაწესებულებებში აბორტის 38 შემთხვევაა რეგისტრირებული. ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტის ყველაზე ხშირი შემთხვევა 25-დან 34 წლამდე ასაკის ქალებში ფიქსირდება.
2013 წელს სააღდგომო ეპისტოლეში კათოლიკოს პატრიარქი აბორტის აკრძალვას ითხოვდა. ”უდიდესი დანაშაული, რომელიც თითქმის ყველა ოჯახში ხდება, არის მუცლადღებულ ყრმათა მკვლელობა - აბორტი. აბორტი კი არის, მშობლების გადაწყვეტილებითა და მონდომებით, სრულიად უსუსური, უდანაშაულო არსების საზარელი მკვლელობა“.
ახალციხეში გამოკითხულთა უმრავლესობას მიაჩნია, რომ აბორტი უნდა აიკრძალოს. მოქალაქეები ფიქრობენ, რომ ქვეყნის დემოგრაფიული პრობლემები აბორტის უფლებასთან არის პირდაპირ კავშირში. ქალაქში ძალიან ცოტა ადამიანი მოიძებნება, რომელიც ფიქრობს, რომ ქალებს აბორტზე ხელი მარტივად და ლეგალურად უნდა მიეწვდებოდეთ.
ქალთა უფლებადამცველი საზოგადოებრივი ორგანიზაციები ამბობენ, რომ ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტა ქალთა უფლებად უნდა იქცეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.