რატომ უნდა აიკრძალოს აზარტული თამაშები 25 წლამდე პირებისთვის?
00:00 / 08.04.2020
საქართველოს პარლამენტმა უნდა განიხილოს საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის თანახმად, 25 წლამდე პირები აზარტულ თამაშებში მონაწილეობას ვეღარ შეძლებენ.
„სამწუხაროდ, სამი თვის განმავლობაში, სრულიად უპასუხისმგებლოდ, პარლამენტის უმრავლესობა ცდილობდა რომ კანონი განხილვაზე არ მოხვედრილიყო. აღსრულების მეთოდით, რა მეთოდითაც კანონპროექტია დარეგისტრირებული, ვფიქრობ რომ ჩვენ შევძლებთ, დაახლოებით 80-95%-იანი ეფექტიანობით გამკლავებას. არასრულწლოვნები ფაქტობრივად გამორიცხულნი იქნებიან“ - გვითხრა კანონპროექტის ინიციატორმა ლევან გოგიჩაიშვილმა. კანონპროექტის მიღების ძირითადი მიზანია, სათამაშო ბიზნესის სფეროში არსებული სოციალური ფონის გაუმჯობესება. კერძოდ, ყველა სათამაშო ბიზნესის დაწესებულებას ექნება ვალდებულება, სათამაშოდ დაშვებამდე პირს მოსთხოვოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და გადაამოწმოს ის დამოკიდებულ პირთა სიაში.
"ასევე, პროექტის მიზანია ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმით სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულებების შესრულება და FATF და MONEYVAL-ის რეკომენდაციების გათვალისწინება, რაც გამოხატულია ნებართვის გაცემამდე ნებართვის მფლობელი ბოლო ბენეფიციარი პირის და მის ხელთ არსებული კაპიტალის გამოკვლევით,“ - ვკითხულობთ პროექტის განმარტებით ბარათში.
კანონის ამოქმედების ვადად 2020 წლის 1-ლი სექტემბერია განსაზღვრული.
ახალციხეში გამოკითხულთა უმრავლესობას მიჩნია, რომ კანონპროექტი ძალაში დაუყოვნებლივ უნდა შევიდეს, თუ სახელმწიფოს სურს, რომ ახალგაზრდების სიკვდილიანობა შემცირდეს და სოციალური ფონი გაუმჯობესდეს. მეორე ნაწილი კი ფიქრობს, რომ თამაშზე დამოკიდებული ადამიანისთვის მსგავსი ტიპის აკრძალვა მნიშვნელოვნად არაფერს შეცვლის.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.