ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში ვაქცინაცია თებერვლის ბოლოს დაიწყება და პირველ ეტაპზე, „ფაიზერის“ ვაქცინით სამედიცინო პერსონალის ნაწილი აიცრება. პანდემიის დასრულების ერთადერთი გზა რომ ვაქცინაციაა, ამაზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა არაერთხელ ისაუბრა. გამოცემა Bloomberg-ის ბოლო მონაცემებით, ამ დროისთვის მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 131 მილიონზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა. იმისთვის, რომ ეს პროცესი წარმატებულად ჩაითვალოს, საჭიროა მოსახლეობის მინიმუმ, 60%-ის ვაქცინაცია მოხდეს.
Worldometer-ის სტატისტიკით, 8 თებერვლის მდგომარეობით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 106 752 707 შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან 2 328 807 პირი გარდაიცვალა.
ამის ფონზე, ახალციხეში მოსახლეობას ვკითხეთ, დათანხმდებიან თუ არა ინექციაზე. ადგილობრივების ნაწილი ამბობს, რომ ბაზარზე არსებული ვაქცინების გვერდითი მოვლენების სრულფასოვანი შესწავლა არ მომხდარა, რაც მათ ნდობას ამცირებს. ნაწილი კი ამბობს, რომ ვაქცინაცია პანდემიისგან თავის დაღწევის ერთადერთი გამოსავალია და შესაბამისად, თანახმაა.
გამოცემულია საქართველოს ღია საზოგადოების ფონდისა და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდისა და ცენტრის პოზიციას. შესაბამისად, ღია საზოგადოების ფონდი და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი არ არიან პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.