თუ რუსული ვაქცინა იქნება, ავიცრები სპუტნიკით, იმას ვენდობი - ჭაჭარაქის მოსახლეობა
18:34 / 16.04.2021
შეწყვეტილი ვაქცინაციის შემდეგ სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობის აზრი არაერთგვაროვანია. ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაჭარაქში ამბობენ, რომ მხოლოდ რუსულ ვაქცინას ენდობიან. სომხურ თემში მიიჩნევენ, რომ მოსახლეობაზე მხოლოდ რუსეთი ზრუნავს და ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებითაც მხოლოდ ეს ქვეყანა ატარებს სწორ პოლიტიკას. მინას ბეგოიანის აზრით, კორონავირუსის ,,ავადმყოფობა 100 წელია რაც არსებობს, ამიტომ ,,კიტაისკი" ვაქცინით საქართველოში არც ერთი კაცი აიცრება, მხოლოდ რუსული ,,სპუტნიკით" მარტო".
მოსახლეობის მეორე ნაწილი კი ფიქრობს, რომ ვაქცინა საშიშია და მის გაკეთებას არ აპირებს, დანარჩენები კი ,,ვაქცინის უსაფრთხოების დამტკიცებას" ელოდებიან და მანამდე არ აიცრებიან, ვიდრე ,,არ დამტკიცდება ვაქცინის შედეგიანობა".
ადგილობრივების ნაწილს, არც იმის სჯერა, რომ პოლიტიკოსებმა ვაქცინა ნამდვილად გაიკეთეს.
შეგახსენებთ, რომ AstraZeneca/Oxford-ის ვაქცინის 1 400 დოზა სამცხე-ჯავახეთში 14 მარტს შემოიტანეს. რეგიონში ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო, თუმცა 18 მარტს, როცა მეგი ბაქრაძეს ვაქცინის გაკეთების შემდეგ სავარაუდოდ ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა, პროცესი შეწყდა.
რეგიონში ვაქცინაცია სულ, 26 სამედიცინო პირს აქვს ჩატარებული.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.