როგორ არჩევთ ყალბ და ნამდვილ ამბებს ერთმანეთისგან?
13:35 / 28.11.2022
ყოველდღიურად მედიასა თუ ინტერნეტ სივრცეში არაერთი ინფორმაცია ვრცელდება, რომელიც სინამდვილეს არ შეესაბამება და მიზნად საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და მათ განწყობებზე მანიპულირებას ისახავს. ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ ინტერნეტში არაერთხელ შეხვედრიათ ისეთი ინფორმაცია, რომელიც ბოლოს არასწორი აღმოჩენილა.
„მედიის განვითარების ფონდი“ ყოველწლიურად იკვლევს მედიაწიგნიერებისა და დეზინფორმაციის აღქმებს. ბოლო კვლევაში, რომელიც რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა, საქართველოს შვიდი ქალაქი მონაწილეობდა, მათ შორის ახალქალაქი. კითხვაზე, გაგიზიარებიათ თუ არა ყალბი ინფორმაცია განზრახვის გარეშე, 44.3% ამბობს, რომ გაუზიარებია. ევროპის მედიაწიგნიერების ინდექსში 41 ქვეყანას შორის საქართველო ბოლო ადგილზეა. კავკასიის სხვა ქვეყნები ჩამონათვალში არ ფიგურირებს. სიაში არც რუსეთია. ჩვენი მეზობლებიდან კვლევაში მხოლოდ თურქეთი მოხვდა, რომელიც ხუთი ადგილით უსწრებს საქართველოს და 36-ე ადგილს იკავებს.
ჩვენი ქვეყანა ჩამორჩება ჩრდილოეთ მაკედონიას, კოსოვოს, ბოსნია-ჰერცეგოვინასა და ალბანეთსაც.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.