ხალხის აზრით
საიდან იგებთ ახალ ამბებს და რამდენად ენდობით მიღებულ ინფორმაციას?
რატომ მიმართავს რუსეთი მილიარდობით თანხას და უზარმაზარ ძალისხმევას საინფორმაციო ომში, რა არის დეზინფორმაციისა და პროპაგანდის მიზანი და რას იწვევს დეზინფორმაციის ,,მსუსხავი ეფექტი“ ქვეყანაში - საზოგადოებრივი ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ დამაზიანებელი ინფორმაციის უკან ქვეყანაში პოლარიზაციის გაღვივება და ავტორიტარული დღის წესრიგის ხელშეწყობაა.

სამცხე-ჯავახეთის სომხური თემი რუსულად ლაპარაკობს - ეს ერთ-ერთი მიზეზია, რატომაც აქ სომხური და რუსული არხები პოპულარია. შედეგად - მოსახლეობამ არ იცის რა ხდება იმ ქვეყანაში, სადაც ცხოვრობს, რადგან ინფორმაციას ძირითადად უცხო ქვეყნის მედიებიდან იღებს და როგორც წესი, სჯერა კიდეც იმის, რასაც ეს არხები ეუბნებიან.

ჯავახეთის მოსახლეობის უმრავლესობის მსგავსად, ახალციხის სომხური თემიდანაც ოჯახებს რუსეთში სეზონური სამუშაოებით არჩენენ და ინფორმაციასაც რუსული და სომხური არხებით იღებენ.

ენდობიან თუ არა მიღებულ ინფორმაციას და საიდან იგებენ ახალ ამბებს - მეცხრე არხი ამ კითხვით მოსახლეობაში გავიდა.


| Print |