როგორი ამინდია უქმეებზე მოსალოდნელი სამცხე-ჯავახეთში
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 10 სექტემბრის შემდეგ მთელ საქართველოში ამინდი შედარებით წვიმიანი, მესამე დეკადა კი უფრო მშრალი იქნება. პირველ დეკადასა და თვის ბოლოს ცალკეულ დღეებში წვიმაა მოსალოდნელი. მათივე ცნობით, სექტემბერი, პროგნოზის მიხედვით, საკმაოდ თბილი და ნალექებიც ნორმის ფარგლებში და ნორმაზე ნაკლები იქნება.
ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა +21, +23 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი. 7-8 სექტემბრის პროგნოზი ასეთია:
ახალციხე - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ორივე დღეს მოსალოდნელია წვიმა. იქროლებს დასავლეთის ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +25 და +26°, ღამით +11° იქნება.
ბორჯომი - უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +25°, ღამით +13, +11° გრადუსი იქნება.
ბაკურიანი - უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +15 და +17°, ღამით +9°.
აბასთუმანი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. მოსალოდნელია წვიმა. დასავლეთის ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +22, +23°, ღამით +10°.
ასპინძა - უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +27, +28°, ღამით +18, +14 ° იქნება.
ადიგენი - უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +22, +23°, ღამით +12, +13° გრადუსია ნავარაუდევი.
ახალქალაქი - უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +21, +22°, ღამით +13, +10°.
ნინოწმინდა - უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +19, +20°, ღამით +11, 9° დაფიქირდება.
თბილისში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ჩრდილო-დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, დროგამოშვებით შესაძლებელია ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +27, +26°, ღამით +16°.