ლარის კურსი დოლართან და ევროსთან მიმართებაში დაეცა
28 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად ქართული ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა. დოლარის ცვლილებამ 0.57 თეთრი შეადგინა და დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7255 ლარია.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.42 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.9484 ლარი გახდა.
1 000 სომხური დრამი 7.0109-ია, 100 რუსულ რუბლს 2.8014 შეიძენთ, ერთი თურქული ლირას ღირებულება კი, 0.0795 -ია.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9356 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9273 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0083 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში შევიდა.