ამ ეტაპზე ცნობილია სამი კანდიდატის ვინაობა. ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – ირაკლი ერეკლიშვილი; ,,საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – ბესიკ ტაბატაძე; ,,ეროვნული ფორუმი“ – ჯუმბერ ინასარიძე.
პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის და ქართული ოცნება კანდიდატის დასახელებას რამდენიმე დღეში აპირებს.
რაც შეეხება ლეიბორისტულ პარტიას, ნინო ბურჯანაძე-დემოკრატიული მოძრაობას, თავისუფალ დემოკრატებსა და რესპუბლიკურ პარტიას, მათ ამ დრომდე არ გადაუწყვეტიათ საკითხი, ეყოლებათ თუ არა კანდიდატი შუალედურ არჩევნებზე.
1 სექტემბერი. 2016 წელი.