სრულფასოვან მოქალაქედ რომ იგრძნონ თავი, კარგად უნდა ისწავლონ ქართული ენა - ასტღიკ საღათელიანი
15:43 / 07.07.2022
ასტღიკ საღათელიანი 26 წელია სოფელ დამალაში ეთნიკურად სომეხ ბავშვებს სახელმწიფო ენას ასწავლის. ამბობს, რომ ,,პატარებისთვის სწავლა სულაც არ არის რთული. მაგრამ, ქართულ გარემოში რომ იცხოვრონ, საერთოდ აღარ გაუჭირდებათ. პრობლემა ის არის, რომ დამალაში ძირითადად სომხური მოსახლეობა ცხოვრობს და ბავშვები დილიდან საღამომდე სომხებში არიან“. გაკვეთილების შემდეგ ეზოში სოფლის მეურნეობას უძღვება. მასწავლებლობისა და ფერმერობის შეთავსება უჭირს, მაგრამ სხვა გზა არ აქვს. სოფელში ყველაფერი უნდა მოასწროს, მითუმეტეს როცა დედაქალაქში სტუდენტი შვილი სწავლობს. 47 წლის პედაგოგს სამი შვილი ჰყავს. ,,დიდმა უმაღლესი რუსეთში დაამთავრა, იქ მუშაობს, მეორე თბილისში სწავლობს, სამედიცინოზე, მესამე მე-9 კლასში გადავიდა“.
იმისთვის, რომ ახალგაზრდებმა საქართველოში სრულფასოვან მოქალაქედ იგრძნონ თავი, ასტღიკი მათ სახელმწიფო ენის კარგად სწავლას ურჩევს. ქართული ენის მასწავლებელი სოფელ დამალაში მიგრაციის მაღალ მაჩვენებელზეც ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ მოსწავლეთა რაოდენობა თითქმის განახევრებულია და სკოლაში 150 ბავშვამდე დარჩა.
,,წინათ დამალის სკოლას ბევრი მოსწავლე ჰყავდა, მაგრამ რადგან მოსახლეობის უმეტესი ნაწილი გაემგზავრა რუსეთისკენ, თავისთავად იკლო მოსწავლეთა რაოდენობამ სკოლაში“.
ფიქრობს, რომ ვისაც სწავლა არ ეზარება და სახელმწიფო ენას კარგად ფლობს, დასაქმდება და დასახულ მიზანს ყოველთვის მიაღწევს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.