საქართველოში ამინდი გაუარესდება
დღეიდან, 4 სექტემბრის დღის ბოლოდან 6 სექტემბრის დღის ბოლომდე საქართველოში ამინდი გაუარესდება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმი.
სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს და აცხადებს, რომ მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.