ფარმა–რჩევები
რეჰანი იმუნიტეტის გასაძლიერებლად
უძველესი დროიდან აღმოსავლეთის ქვეყნებში რეჰანს სასწაულებრივ თვისებებს მიაწერდნენ. სწორედ მისი მეშვეობით ძველი მკურნალები სხვადასხვა დაავადებს ებრძოდნენ.რეჰანის 150 მრავალსახეობა არსებობს და ყველა მათგანს სამკურნალო თვისებები გააჩნია. ეს აიხსნება მისი უნიკალური ქიმიური შემადგენლობით. რეჰანის წვენი შეიცავს ეთერზეთებს, ფიტონციდებს, კაროტინს, რუტინს, ვიტამინებს. ამიტომაც მისი ექსტრაქტი დღეს წარმატებით გამოიყენება არა მხოლოდ ფარმაცევტულ, არამედ პარფიუმერულ მრეწველობაშიც.

რეჰანი უამრავი ხალხური რეცეპტის ძირითადი კომპონენტია, რომელიც კაცობრიობას სხვადასხვა დაავადებისგან განკურნებაში ეხმარება. მაგალითად, რეჰანს გააჩნია შესანიშნავი ანტისპაზმატიური თვისებები და ამიტომ ძველი დროიდან გამოიყენება კუნთებისა და სისხლძარღვების მოდუნებისთვის. ძლიერი თავის ტკივილის დროს, რომელიც გამოწვეულია სისხლძარღვების სპაზმებით, საკმარისია მიიღოთ მცენარის რამდენიმე ღერი და 5-7 წუთში შესამჩნევ გაუმჯობესებას იგრძნობთ. თუ გაწუხებთ კუნთების კრუნჩხვები და სპაზმები, შეტევის დროს ეფექტურია რეჰანის წვენის შეზილვა, რომელიც სწრაფად მოგიხსნით უსიამოვნო შეგრძნებებს.

ამის გარდა, ვისაც სურს აღადგინოს ძალები და გაიძლიეროს იმუნიტეტი, სახალხო მკურნალები გვირჩევენ ყოველდღიურად ყოველ ჭამამდე მივიღოთ 50 მლ ახლადგაწურული წვენი 10-12 დღის განმავლობაში.

ეთერზეთების დიდი შემცველობის წყალობით რეჰანის წვენი წარმატებით შეიძლება გამოიყენოთ შარდსასქესო გზების ანთებითი პროცესების, მეტეორიზმის, კუჭნაწლავის მუშაობის ნორმალიზების და თირკმელებიდან კენჭების გამოდევნის დროს. თირკმელებში კენჭების დროს მკურნალობის დაწყებამდე აუცილებლად საჭიროა ექიმის კონსულტაცია.

თავისი ანტისეპტიკური თვისებების გამო, რეჰანის ნაყენი ეფექტურია გაციების, მაღალი სიცხის, ძლიერი ხველების, თვალების ანთებითი პროცესების, ღრძილების ანთებისა და კბილის ტკივილის დროს: 1 ს.კ. გამხმარ რეჰანის ფოთლებს დაასხით 1 ჭიქა ადუღებული წყალი, დააყენეთ 30-40 წუთის განმავლობაში და გაწურეთ. ძლიერი გაციების და ხველების დროს მიიღეთ ½ ჭიქა თბილი ნაყენი 3-ჯერ დღეში ჭამის შემდეგ, ხოლო თვალებისა და ღრძილების ანთების დროს გამოიყენეთ სავლების სახით.

დეპრესიებისკენ მიდრეკილი ადამიანებისთვის და მათთვის, ვინც მუდმივად იმყოფება სტრესის ქვეშ რეკომენდებულია რეჰანის ფოთლების დამატება ჩვეულებრივ ჩაიში, ვინაიდან ეს მცენარე ბუნებრივი ანტიდეპრესანტია და აქედან გამომდინარე არა მხოლოდ ხსნის დაღლილობას, არამედ აუმჯობესებს განწყობას. მეცნიერების მიერ დამტკიცებულია, რომ თავისი ეფექტურობით ამ სასწაული მცენარის ერთი ფინჯანი ჩაი უდრის შავი შოკოლადის რამდენიმე ფილას.

ყველა სასწაულმოქმედი თვისებების მიუხედავად, რეჰანი არ არის რეკომენდებული ორსული და მეძუძური ქალებისთვის და ბავშვებისთვის 7 წლამდე. ამის გარდა, სიფრთხილით უნდა გამოიყენონ დიაბეტით და ღვიძლით დაავადებულმა ადამიანებმა.


Facebook Twitter
ამინდი
ახალციხე 9 °C
img
ახალქალაქი 4 °C
img
ასპინძა 8 °C
img
ადიგენი 10 °C
img
ბორჯომი 10 °C
img
თბილისი 7 °C
img
აბასთუმანი 4 °C
img
ბაკურიანი 2 °C
img
ნინოწმინდა 4 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
1
3.0291
RUB
RUB
100
4.2126
TRY
TRY
1
0.4646
USD
USD
1
2.6935
AMD
AMD
1000
5.5801
კალენდარი
Facebook