ფარმა–რჩევები
ასკილი – ბუნებრივი პოლივიტამინი
ასკილი, იგივე ველური ვარდი განეკუთვნება ვარდისებრთა ოჯახს. იგი პოლივიტამინური მცენარეა, განსაკუთრებით მდიდარია C ვიტამინით. გარდა C ვიტამინისა, შეიცავს B1, B2, P, K ვიტამინებს, მინერალებსა და კაროტინს. ასკილს ბევრი სასარგებლო თვისება აქვს: სედატიური, ანტიმიკრობული, ანთების საწინააღმდეგო, სისხლის შემაჩერებელი, შარმდენი და კუჭ-ნაწლავის მოქმედების მარეგულირებელი თვისებები.

იმისათვის, რომ მასში შემავალმა ვიტამინებმა ბიოლოგიური აქტივობა შეინარჩუნოს, ასკილის ნაყოფი აუცილებელია დროულად შევაგროვოთ, სწორად გავამშრალოთ და სათანადო პირობებში შევინახოთ. ნაყოფი შემოდგომით, დარბილებამდე უნდა დავკრიფოთ და არა მწვანე, რომელშიც ჯერ კიდევ არ არის დაგროვილი სასარგებლო ნივთიერებები. ასკილი ყინვამდე უნდა დაიკრიფოს, რათა ყინვადაკრულმა ნაყოფმა ვიტამინები არ დაკარგოს. ახალდაკრეფილი ასკილის ნაყოფი მზის სხივებს უნდა მოვარიდოთ და ჩრდილში გავაშროთ, მერე კი თავდახურულ ჭურჭელში შევინახოთ.

ასკილის ნაყენი და ნახარში ჰიპოვიტამინოზისა და ავიტამინოზის სამკურნალოდ გამოიყენება. ერთ ჭიქა ასკილის ნაყენს შეგვიძლია დავუმატოთ ერთი სადილის კოვზი თაფლი და 10-15 წვეთი ლიმონი. ეს წვენი სასარგებლოა გრიპის, გაციებისა და ქრონიკული ბრონქიტის დროს. ეფექტურია ფილტვისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების, ხერხემლის ოსტეოქონდროზის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი პათოლოგიის, ნერვული დაავადებების სამკურნალოდ.

ასკილის ნახარში ეფექტურია იმუნური სისტემის გასაძლიერებლად გაციების დროს. ნაყენი შემდეგნაირად უნდა მომზადდეს: ერთი სადილის კოვზი გამომშრალი ნაყოფი დავფქვათ და 2 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი დავასხათ, 5-10 წუთი ავადუღოთ. 2-3 საათი გავჩეროთ და გადავწუროთ. ეს ნახარში შეგვიძლია მივიღოთ დღეში 3-4 ჯერ, 1/4-1/2 ჭიქა.

ასკილის ნაყენი გამოიყენება თირკმლებში მიმდინარე ანთებითი პროცესების საწინააღმდეგოდ. ამისათვის, 20 გრამ დაქუცმაცებულ ნედლეულს დავასხათ ერთი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და 12 საათი გავაჩეროთ თერმოსში, შემდეგ გადავწუროთ. ეს ნაყენი შეგვიძლია დღეში სამჯერ, ნახევარი ჭიქა მივიღოთ.


Facebook Twitter
ამინდი
ახალციხე 9 °C
img
ახალქალაქი 4 °C
img
ასპინძა 8 °C
img
ადიგენი 10 °C
img
ბორჯომი 10 °C
img
თბილისი 7 °C
img
აბასთუმანი 4 °C
img
ბაკურიანი 2 °C
img
ნინოწმინდა 4 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
1
3.0291
RUB
RUB
100
4.2126
TRY
TRY
1
0.4646
USD
USD
1
2.6935
AMD
AMD
1000
5.5801
კალენდარი
Facebook