კულინარიული შოუ
მოამზადეთ ზამთრისთვის - არომატული თუთის მურაბა ლიმონით
თუთა განსაკუთრებით სასარგებლოა,რადგან ის შეიცავს დიდი რაოდენობით ცილას,რკინას, C ვიტამინს, კალციუმსა და ა.შ. ამიტომ , მოგიმზადეთ შავი თუთის მურაბის რეცეპტი, რომელიც აუცილებლად მოგეწონებათ.

ინგრედიენტები:
  • ვანილის ექსტრაქტი - 1.00 წვეთი
  • ლიმონი - 1.00 ცალი
  • შაქრის ფხვნილი - 1.00 კგ
  • თუთა - 1.00 კგ

მომზადების წესი:


გარეცხეთ თუთა, გააშრეთ და მოაშორეთ ზედმეტად გადამწიფებული ნაწილები და ყუნწები. გადაიტანეთ ემალის თასში და დააყარეთ შაქარი. ამ მდგომარეობაში ვაჩერებთ მანამ,სანამ წვენი არ გამოუვა, რამდენი საათი. შემდეგ, შემოდგით ცეცხლზე და მიიყვანეთ დუღილის ტემპერატურამდე - მოხადეთ ქაფი და ადუღეთ 30 წუთი. ცეცხლიდან გადმოდგმამდე დაუმატეთ ლიმონის წვენი და ვანილი. ცხელი მურაბა ჩაასხით ქილებში და მოხუფეთ.

თუთის წვენს ანთების საწინააღმდეგო თვისებები აქვს, მისი გამოყენება სასურველია, როგორც პროფილაქტიკისთვის, ასევე, ინფექციური და გრიპოზული დაავადებების სამკურნალოდ. თუთა შარდმდენი და კუჭის მოქმედების მასტიმულირებელი თვისებებით გამოირჩევა. თუთა მათთვისაც მისწრებაა, ვისაც ნერვული სისტემის დაავადებები აწუხებს. მისი გამოყენება შესაძლებელია სტრესების, ნერვული აშლილობების, დეპრესიებისა და სხვა ნერვული პრობლემების დროს.თუთის ნაყოფის ღამით მირთმევა მათთვისაა რეკომენდებული, ვინც უძილობით იტანჯება. ფიზიკური და გონებრივი გადაღლილობისას მისი ეფექტურობა უკვე დიდიხნის წინათ დადასტურდა.
| Print |