კულინარიული შოუ
ხილი, რომელიც აუცილებლად უნდა მიირთვათ ამ სეზონზე მესხეთში
თუთა არის ერთ-ერთი საუკეთესო ანტიოქსიდანტი. ამ თვისების საშუალებით, ძალიან ბევრ დაავადებას კურნავს და კანის დასაცავად სპეციალური მალამოებიც მზადდება. ჩინურ მედიცინაში თუთა დღემდე გამოიყენება კიბოს საწინააღმდეგო ერთ-ერთ საშუალებად, გარდა ამისა ეფექტურია სისხლის შედედების წინააღმდეგაც.
მესხეთში თუთა ერთ-ერთი პოპულარული მცენარეა. მას მრავალმხრივი გამოყენება აქვს რეგიონში. თუთისგან აკეთებენ: ტყლაპს, ბაქმაზს, თუთის ხმელს, ხდიან არაყს და მურაბას.
დადებითი თვისებები:
- ანტიოქსიდანტების შემცველობით ორგანიზმში ამცირებს კიბოს რისკს.
- თუთა შეიცავს რკინას, რაც ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევას და სისხლის შედედებას ეწინააღმდეგება.
- ასევე ეფექტური საშუალებაა სისხლის გაწმენდისთვის.
- თუთას ერთ-ერთი საუკეთესო თვისება, თირკმელების გაძლიერება და ღვიძლის გაწმენდაა.
- ეფექტურად მუშაობს გაციების, გრიპის და ხველების წინააღმდეგაც. მიირთვით ზამთარში თუთის ჩირი, წვენი ან სიროფი.
თუთის უარყოფითი თვისებები:
როგორც ყველა მცენარეს, თუთასაც აქვს უარყოფითი თვისებები.
- თუთა ყველას ორგანიზმში გლუკოზის დონეს ამცირებს, რაც მის უარყოფით თვისებას ხაზს უსვამს.
- 2010 წელს ფრანგი მეცნიერების მტკიცებით, თუთამ შესაძლოა კანის დაავადებები
გამოიწვიოს, მათ შორის სიმსივნეც.
- თუთა ნახშირწყლების შეწოვას ეწინააღმდეგება.
- თუთა სისხლში შაქარს ამცირებს და აქედან გამოწვეულია ჰიპოგლიკემია.
გააზიარეთ :