წვიმა და ელჭექი - როდემდე გაგრძელდება არამდგრადი ამინდები სამცხე-ჯავახეთში
30 ივნისის ჩათვლით ქვეყნის მასშტაბით არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, საქართველოში 29 ივნისს მოსალოდნელია ტემპერატურის მატება, 30 ივნისს კი - წვიმა და ელჭექი.
29 და 30 ივნისს წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი ახალციხეში. დღისით მაქსიმალური ტემპერატურა +24 და +25 გრადუსს, ღამით კი +13 და +12 გრადუსს უნდა ველოდოთ. მოღრუბლულობა და წვიმაა ორივე დღეს ბორჯომში. ტემპერატურა დღისით +24 და +25 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +14 და +13 გრადუსს ვარაუდობენ.
30 ივნისს წვიმიანი ამინდია ასპინძაში. ტემპერატურა დღისით +24 და +25 გრადუსი იქნება, ღამით კი +11 და +14 გრადუსი იქნება. სინოპტკოსები ნალექს მხოლოდ ერთ დღეს პროგნოზირებენ ადიგენშიც, დღისით +23 და +22 გრადუსამდე დათბება, ხოლო ღამით +11 და +13 გრადუსია ნავარაუდევი.
რაც შეეხება ჯავახეთს - აქაც წვიმაა მოსალოდნელი. ახალქალაქში დღისით +20 და +21 გრადუსია ნავარაუდევი, ხოლო ღამით +7 და +10 გრადუსი იქნება. წვიმს ნინოწმინდაშიც. სინოპტიკოსები დღისით +19 და +18 გრადუსს, ხოლო ღამით +8 და +11 გრადუსს ვარაუდობენ.
რეგიონის კურორტებზე წვიმს. აბასთუმანში, დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა +21 და +22 გრადუსია, ხოლო ღამით +10 და +11 გრადუსი იქნება. წვიმს ბაკურიანშიც. ტემპერატურა დღისით +15 და +16 გრადუსია, ხოლო ღამით +9 და +10 გრადუსია ნავარაუდევი.
რაც შეეხება დედაქალაქს, სინოპტიკოსები თბილისშიც ორივე დღეს წვიმიან ამინდს პროგნოზირებენ. ტემპერატურა დღის განმავლობაში +28 და +27 გრადუსამდე გათბება, ორივე ღამით კი +18 გრადუსი იქნება.