ჰაერში მყარი ნაწილაკების შემცველობის მატება ფიქსირდება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 11 თებერვლიდან საქართველოს ტერიტორიაზე ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობის მატება, რაც ძირითადად ტრანსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და სამხრეთ, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების მცირედ გავრცელებით არის განპირობებული.
როგორც სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი,საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო აგრძელებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგს ავტომატური სადგურების საშუალებით.