გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით საქართველოს ზოგიერთ რაიონში, ასევე, დედაქალაქში, 30 აგვისტოდან ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობის მატება.
სააგენტოში ამბობენ, რომ აღნიშნული ტრანსსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და სამხრეთ-დასავლეთიდან, სამხრეთიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების მცირედ გავრცელებით არის განპირობებული.
ტრანსსასაზღვრო დაბინძურება წლის განმავლობაში გარკვეულ დღეებში ფიქსირდება ანალოგიური სინოპტიკური სიტუაციის დროს.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოში ამბობენ, რომ ისინი, აგრძელებენ ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგს ავტომატური სადგურების საშუალებით.