გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 23 იანვრიდან საქართველოს ტერიტორიაზე ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობის მატება.
მათივე განმარტებით, ეს პროცესი, ძირითადად ტრანსსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და სამხრეთ, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების მცირედ გავრცელებით არის განპირობებული.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგს, ავტომატური სადგურების საშუალებით ახორციელებს.