როგორი ამინდია მოსალოდნელი უქმეებზე სამცხე-ჯავახეთში
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ქვეყნის მასშტაბით შაბათ - კვირას არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ ნაწილში კი ძლიერი ქარი.
21 და 22 სექტემბერს წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი ახალციხეში. დღისით მაქსიმალური ტემპერატურა +19 და +21 გრადუსს, ღამით კი +9 და +10 გრადუსს უნდა ველოდოთ. მოღრუბლულობა და წვიმაა ბორჯომში. ტემპერატურა დღისით +21 და +23 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +10 და +12 გრადუსს ვარაუდობენ.
წვიმიანი ამინდია ასპინძაშიც. ტემპერატურა დღისით +20 და +21 გრადუსი იქნება, ღამით კი +11 და +10 გრადუსი იქნება. სინოპტკოსები ნალექს პროგნოზირებენ ადიგენშიც, დღისით +19 და +18 გრადუსამდე დათბება, ხოლო ღამით +7 და +10 გრადუსია ნავარაუდევი.
რაც შეეხება ჯავახეთს - აქაც წვიმაა მოსალოდნელი. ახალქალაქში დღისით +16 და +17 გრადუსია ნავარაუდევი, ხოლო ღამით +7 და +8 გრადუსი იქნება. წვიმს ნინოწმინდაშიც. სინოპტიკოსები დღისით +14 და +15 გრადუსს, ხოლო ღამით +6 და +7 გრადუსს ვარაუდობენ.
რეგიონის კურორტებზე წვიმს. აბასთუმანში, დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა +16 და +18 გრადუსია, ხოლო ღამით +7 და +8 გრადუსი იქნება. წვიმს ბაკურიანშიც. ტემპერატურა დღისით +12 და +14 გრადუსია, ხოლო ღამით +6 და +7 გრადუსია ნავარაუდევი.
რაც შეეხება დედაქალაქს, სინოპტიკოსები თბილისშიც ორივე დღეს ღრუბლიან ამინდს პროგნოზირებენ. ტემპერატურა დღის განმავლობაში +22 და +24 გრადუსამდე გათბება, ორივე ღამით კი +14 და 16 გრადუსი იქნება.