სოფლის ამბები
მინერალური წყლების სოფელი სხვა რაკურსით
წყალთბილა ახალციხის მუნიციპალიტეტში, მდინარე ფოცხოვისწყლის ხეობაში, ზღვის დონიდან 1 300 მეტრში მდებარეობს. ახალციხიდან 15 კილომეტრით დაშორებულ სოფელში თერმული წყლები მოიპოვება.
2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მონაცემებით, სოფელში 883 ადამიანი ცხოვრობს.
სოფელი თურქეთ-საქართველოს საზღვართან, სამ კილომეტრში მდებარეობს. ადგილობრივების ეზოებიდან კარგად ჩანს თურქეთის სოფელი - ფოსოფი.
წყალთბილის სკოლა სოფელში ერთ-ერთი მოწესრიგებული და გარემონტებული შენობაა.
შენობაზე განთავსებულია აბრა, სადაც სომხურად წერია, რომ ამ სკოლაში სწავლობდა სარგის გოგორიანი, რომელიც სოფელს მოსახლეობას მუდმივად ეხმარება.
სამამულო ომის მემორიალი წყალთბილაში. აქ ადგილობრივები იკრიბებიან, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს იხსენებენ და სანთლებს ანთებენ.
მოსახლეობა ხანგრძლივი და მკაცრი ზამთრისთვის ემზადება. ნაწილმა შეშა უკვე მოიმარაგა, ნაწილს კი ტყიდან ჯერ არ გამოუტანია.
მამაკაცები სოფლის "ბირჟაზე" დილიდან იკრიბებიან.
პენსიონერი მამაკაცების ნაწილს დრო ჭადრაკით, ნაწილს კი ნარდის თამაშით გაჰყავს.
ადგილობრივების განხილვის მთავარი თემა პოლიტიკა და სოფლის ამბებია. მამაკაცები ერთად მსჯელობენ, როგორ შეიძლება მათი საცხოვრებელი პირობები გაუმჯობესდეს.
გააზიარეთ :