როგორია ეროვნული ვალუტის კურსი დღეს
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გუშინდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8274 ლარი გახდა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.8468 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0194 ლარი შეადგინა.
1 000 სომხური დრამი 7.0421-ია, 100 რუსულ რუბლს 2.7527 შეიძენთ, ერთი თურქული ლირას ღირებულება კი,0.0814-ია.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9767 ლარია. მაშინ, როცა გუშინ მოქმედი კურსი 2.9894 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0127 ლარი შეადგინა.