სოფლის ამბები
"ყვითლად შეფერილი სოფლის ამბები" (ფოტორეპორტაჟი)
ქალაქ ახალციხიდან 17 კილომეტრში, წყალთბილის თემში სოფელი ჯულღა მდებარეობს, რომელიც ზღვის დონიდან 1 800 მეტრზეა განთავსებული. მდინარე ფოცხოვის ხეობაში სოფლის მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას ეთნიკურად სომეხი თემი წარმოადგენს.
ჯულღას გარშემო მთების ნაწილი უკვე დათოვლილია, ნაწილი კი ყვითელი ფოთლებითაა გადაპენტილი.
2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მონაცემებით, სოფელში 200 ადამიანი ცხოვრობს. ადგილობრივები გაზრდილ მიგრაციაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ სოფელში არაერთ დაკეტილ სახლს შეხვდებით.
სასაფლაოს შესასვლელში განსაკუთრებულ, მინიატურულ ეკლესიას შეხვდებით. მასზე ასვლა კიბეებითაა შესაძლებელი.
ადგილობრივები სასმელ წყალს სათლებით ჯულღას ცენტრიდან ეზიდებიან.
სოფლის "ბირჟაზე" შეხვდებით პენსიონერ მამაკაცებს, რომლებმაც საშემოდგომო საქმე უკვე მოილიეს და ზამთარს მომზადებული ხვდებიან.
ჯულღელი დაქალები სოფლის ამბებს ერთად განიხილავენ.
გააზიარეთ :