ომის დროს უფრო კარგად ვცხოვრობდით - კორხის მოსახლეობა
19:16 / 24.03.2021
გაძვირებული პროდუქტი, დაუსაქმებლობა, პანდემიის გამო შემოსავლისა და სახელმწიფო დახმარების გარეშე დარჩენილი მოსახლეობა, მზარდი მიგრაცია და წლების განმავლობაში მოუგვარებელი ინფრასტრუქტურული პრობლემები - ეს ახალქალაქის მუნიციპალიტეტში სოფელ კორხის რეალობაა.
იშხან აკოფიანი სოფელ კორხში დაიბადა და გაიზარდა. ამბობს, რომ უმუშევრობისა და ელემენტარული საცხოვრებელი პირობების არქონის გამო სოფელი მოსახლეობისგან დღითიდღე იცლება. შუახნის მამაკაცისთვის მთავარი პრობლემა ბოქლომდადებული სახლები და ქვეყანაში შექმნილი მძიმე სოციალურ-პოლიტიკური ვითარებაა.
„ომის დროს უფრო კარგად ვცხოვრობდით, ვიდრე ახლა. ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვართ, სამუშაო არ არის, ხალხი ვალებში იხრჩობა, ნახევარზე მეტმა მამა-პაპის სახლები დაკეტა და სხვა ქვეყანაში წავიდა. სხვა გზა არც მე მაქვს, მეც ვაპირებ რუსეთში წასვლას“, – ამბობს იშხან აკოფიანი.
სამცხე–ჯავახეთში მოსახლეობის მიგრაციის მაჩვენებელი ყოველწლიურად მატულობს. 2002 წლის საყოველთაო აღწერის მიხედვით, კორხში 923 ადამიანი ცხოვრობდა, 2014 წელს კი მოქალაქეთა რაოდენობა განახევრდა და 446 დარჩა. მზარდი მიგრაციის მიზეზად ადგილობრივები უმუშევრობას, სიღარიბეს და ლარის გაუფასურებას ასახელებენ. ადგილობრივების მტკიცებით, მიგრაციის მთავარი მიზეზი სოფელში არსებული მძიმე პირობებია. კორხში სარწყავი წყლის სიმცირეზე ჩივიან. ადგილობრივების თქმით, ზაფხულში უმეტესობას წყალი არ მიეწოდება, რის გამოც დამუშავებული ნაკვეთების მორწყვა მხოლოდ წვიმაზეა დამოკიდებული. ისედაც მწირი მოსავალი, კორხის მაცხოვრებლებმა პანდემიისა და სოფლის პროდუქტების გაუფასურების გამო ვერ გაყიდეს.
„მარნეულში აღებული მოსავალი ვერ გაყიდეს და ის გააპროტესტეს, ჩვენ კიდევ ტონობით კატოფილს მეორე წელია ვეღარ ვყიდით. ვის მივმართოთ, რა აზრი აქვს, მაინც არავინ დაგვეხმარება“, – ამბობს იურიკ მაკარიანი.
კიდევ ერთი პრობლემა, რასაც სოფლის მოსახლეობა ითხოვს საავტომობილო გზის მოწესრიგებაა. ასფალტირებული გზის გარდა, სოფელში სამედიცინო პუნქტის არქონაზეც ჩივიან. „არც ექიმი გვყავს, არც ექთანი, სასწრაფოც საათობით აგვიანებს. ტრანსპორტიც არ მოძრაობს, კერძო მანქანა კიდევ ყველას არ აქვს, რომ ქალაქში წასვლა შეძლოს“, – ამბობს სარქის მაკარიანი.
72 წლის სედა ჰოვსეფიანი სოფლის მძიმე ცხოვრებასა და მოსახლეობის სოციალურ ყოფაზე საუბრობს. ამბობს, რომ პანდემიამ კორხელების მდგომარეობა კიდევ უფრო გაართულა.
„მე და ჩემი 80 წლის ქმარი პენსიონერები ვართ. აღებული პენსია წამლებშიც აღარ გვყოფნის. კი არ ვცხოვრობთ, ვარსებობთ“.
სოფელ კორხის პრობლემების შესახებ კარგად იცის ადგილობრივმა ხელისუფლებამ. სოფლის რწმუნებული ამბობს, რომ ყველა საკითხი ახალქალაქის მერიას უკვე მიაწოდა. მიუხედავად ამისა, გარნიკ ღანდილიანი თანასოფლელებს ვერფერს პირდება, რადგან პანდემიისა და შემცირებული ფინანსების გამო სამუშაოების დაწყება არც კი იგეგმება.
,,30 წელია რაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, სოფელს კი სარწყავი წყალი დღემდე არ აქვს. არაერთხელ მივმართე ახალქალაქის მერიას, მაგრამ უშედეგეოდ“,– აცხადებს რწმუნებული გარნიკ ღანდილიანი.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, არაგვის თემში მდებარე სოფელი, ქალაქიდან 9 კილომეტრით არის დაშორებული. კორხი ზღვის დონიდან 1 660 მეტრ სიმაღლეზეა. მომზადებულია საქართველოს ღია საზოგადოების ფონდისა, და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდისა და ცენტრის პოზიციას. შესაბამისად, ღია საზოგადოების ფონდი და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი არ არიან პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.