წვიმა და ნალექი - როდის გამოიდარებს სამცხე-ჯავახეთში
28 ივლისამდე საქართველოში დროგამოშვებით წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დედაქალაქში დღეს დღის მეორე ნახევრიდან 28 ივლისამდე დროგამოშვებით იწვიმებს.
სინოპტიკოსების პროგნოზით, დროგამოშვებით წვიმა და ნალექია მოსალოდნელი დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში. მთელი საქართველოს მასშტაბით დაიკლებს ჰაერის ტემპერატურაც.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, ადიგენი, ასპინძა): ზოგან მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა 25 ივლისს დღისით +28, +30 გრადუსი იქნება, ხოლო 26-27 ივლისს დაიკლებს.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, ნინოწმინდა, ბაკურიანი, აბასთუმანი): მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსი იქნება.