საზოგადოება
თვითმკვლელობის გამომწვევი მიზეზები მოზარდებში
ფრანგ სოციოლოგ ემილ დიურკემის მოსაზრებით, არსებობს სუიციდის შემდეგი ტიპები:
ეგოისტური თვითმკვლელობები - მიეკუთვნება დეპრესიის, ადამიანური ურთიერთობებისა და სოციალური ფაქტორების გამო ჩადენილი სუიციდის ფაქტები;
ანომიური თვითმკვლელობა - ახასიათებს ეკონომიკური მიზეზებით გამოწვეულ სუიციდურ ფაქტებს;
ალტრუისტული თვითმკვლელობა - ამ შემთხვევაში ადამიანი საკუთარ სიცოცხლეს ხელყოფს სხვაზე ორიენტირებულობის გამო. ეს მაშინ ხდება, როდესაც პიროვნება ისე აიგივებს თავს ვინმესთან, რომ მის გარეშე სიცოცხლე წარმოუდგენლად მიაჩნია. ძირითადად, ალტრუისტულ თვითმკვლელობას სიყვარულით იმედგაცრუებულები მიმართავენ.
ფატალისტური თვითმკვლელობა - ადამიანი სიცოცხლეს ასრულებს საზოგადოებრივი დოგმებისა და სტერეოტიპების გასაპროტესტებლად.
ფარული სუიციდი, რომელიც ხორციელდება ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის მიღებით. მათი მიღება თვითდესტრუქციული ქცევაა, რომელიც პირდაპირ მიმართულია სიცოცხლის შემოკლებისკენ. ნარკოტიკისა და ალკოჰოლის მოხმარება იზრდება სოციალური პრობლემების პროპორციულად, როდესაც ადამიანი მათი მეშვეობით ცდილობს რეალობიდან გაქცევას, თუმცა, სინამდვილეში, მისდა უნებურად, სიცოცხლეს გაურბის.
თვითმკვლელობა ხშირად არის დაკავშირებული მძიმე სოციალურ ფონთან, თუმცა არსებობს სხვა მიზეზებიც, რის გამოც ადამიანები საკუთარ სიცოცხლეს ხელყოფენ ესენია:
სულიერი აშლილობა, როდესაც ადამიანი დაავადებული, გაუწონასწორებელია და ეს ორგანული დაზიანებიდან გამომდინარეობს.
სტრესი - შესაძლოა, პირმა აფექტის შედეგად მიიღოს მსგავსი გადაწყვეტილება.
დეპრესიული მდგომარეობა, როდესაც პირი თავისი არსებობის აზრს ვერ ხედავს, რამაც, შესაძლებელია, თვითგანადგურების გადაწყვეტილებამდე მიიყვანოს - ამით გამოხატავს აგრესიას საკუთარი თავის მიმართ.
. საყურადღებო ნიშნები იმ მოზარდებში შეინიშნება, რომლებიც შესაძლოა თვითმკვლელობაზე ფიქრობენ:
ოჯახის წევრებსა და მეგობრებთან ურთიერთობის სურვილის დაკარგვა;
კვებისა და ძილის რეჟიმის დარღვევა;
ადრე სიამოვნების მომგვრელი საქმიანობისადმი ინტერესის დაკარგვა;
ხასიათის მნიშვნელოვნად შეცვლა;
ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის ბოროტად გამოყენება;
საყვარელი ნივთების გაჩუქება;
გაუთავებელი ლაპარაკი სიკვდილსა და სიკვდილთან დაკავშირებულ თემებზე.
დოქტორმა ქეთლინ მაკ-კოიმ აღნიშნავს, რომ მშობლების ყველაზე დიდი შეცდომა ამ საყურადღებო ნიშნების უგულებელყოფაა. ,,არც ერთ მშობელს სურს იმის დაჯერება, რომ მის შვილს რაღაც ჭირს. ამიტომ პრობლემას ყურადღებას არ აქცევენ. „ასაკის ბრალია“, „გაუვლის“ ან „ის ყოველთვის ყველაფერს აზვიადებს“, — ასე ინუგეშებენ მშობლები თავს. ეს საშიშია. საშიშროების მომასწავებელ ნებისმიერ ნიშანს მშობელი სერიოზულად უნდა მოეკიდოს".
შეიძლება, დაგაინტერესოთ:
რატომ იკლავენ ახალგაზრდები თავს?
,,ძალიან ხშირია შემთხვევა, როცა ჩვენი ახალგაზრდები იკლავენ თავს" - საქართველოს პატრიარქი
გააზიარეთ :