სასაფლაოების მიმართულებით, 21 აპრილს, ტრანსპორტი უფასოდ იმოძრავებს
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებით, 21 აპრილს, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, ქალაქ ახალციხეში, სასაფლაოების მიმართულებით მოქალაქეებს მუნიციპალური ტრანსპორტი უფასოდ მოემსახურება.
09:00 საათიდან - 15:00 საათამდე, ყოველ ერთ საათში ერთხელ ავტობუსები შემდეგი მიმართულებით იმოძრავებენ:
ქონების ეროვნული სააგენტოს ბაზის მიმდებარე ტერიტორიიდან: 9 აპრილის ქუჩა - ვარძიის ქუჩა - ხაშურის ქუჩა - წმინდა დავით და კონსტანტინეს ქუჩა - ასპინძის ქუჩა - სულხან-საბა ორბელიანის ქუჩა-კოსტავას ქუჩა - ნათენაძის ქუჩა - თამარაშვილის ქუჩა (ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორია )- რაბათის უბანი-სასაფლაო.
საავადმყოფოს ასახვევიდან: რუსთაველის ქუჩა - ზარზმელის ქუჩა - რუსთაველის ქუჩა - კეცხოველის ქუჩა-ნათენაძის ქუჩა - თამარაშვილის ქუჩა (ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორია) - რაბათის უბანი - სასაფლაო.
ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიიდან: თამარაშვილის ქუჩა - კოსტავას ქუჩა - გამსახურდიას ქუჩა - სომხური სასაფლაო.
გარდა აღნიშნული მარშრუტებისა, სააღდგომო დღეებში, 20-21 აპრილს, ქალაქ ახალციხეში და სოფლების მიმართულებით მუნიციპალური ტრანსპორტი არ იმოძრავებს.