ასპინძასა და მის სოფლებში დენი გაითიშება
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 6 სექტემბერს 12:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ასპინძის რაიონის სოფლებში ოშორა, ოთა, რუსთავი, დამალა, იდუმალა და მიმდებარე სოფლებში; აგრეთვე ასპინძაში გოგებაშვილის, ვარძიის, გურამიშვილის, კლდიაშვილის და მიმდებარე ქუჩებზე.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.