უფასო კურსები, ტრენინგები და ოლიმპიადები – BTU აბიტურიენტებისთვის ახალ ინიციატივას აანონსებს (R)
კურსები, ტრენინგები და სხვადასხვა საინტერესო და საჭირო აქტივობები საჩუქრად – ეს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ახალი ინიციატივაა, რომლის ფარგლებშიც საქართველოში მცხოვრებ ნებისმიერ აბიტურიენტს შეეძლება სრულიად უფასოდ მიიღოს მის მიერ არჩეულ აქტივობაში მონაწილეობა. BTU პროექტის განხორციელებას 2021 წლის იანვიდან იწყებს და ის მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება. აბიტურიენტებისთვის მონაწილეობა სრულიად უფასოა. ტრენინგებსა და კურსებში მონაწილეობისთვის მხოლოდ წინასწარი რეგისტრაციაა საჭირო, რაც ნებისმიერი აბიტურიენტისთვის ხელმისაწვდომია.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, რომელიც ამ ეტაპზე სამ საბაკალავრო პროგრამას სთავაზობს აბიტურიენტებს, აღნიშნული კურსების გავლის შედმეგ შესაბამის სერტიფიკატებს გასცემს. კონკურსში გამარჯვებულებს კი სპეციალური ჯილდო გადაეცემათ. შეთავაზებული აქტივობები საკმაოდ მრავალფეროვანია და მათგან სასურველის არჩევა სხვადასხვა ინტერესების მქონე აბიტურიენტებს შეუძლიათ.

აბიტურიენტებისთის დაგეგმილ აქტივობებს შორისაა:

მათემატიკის ახალი ოლიმპიადა მოსწავლეებისთვის და მათი მასწავლებლებისთვის, რომლის გამარჯვებული მოსწავლე და მასწავლებლებიც ფულად ჯილდოს მიიღებენ.

• ჰაკათონი მომავალი IT სპეციალისტებისთვის
- ონალინ ღონისძიება, რეალური პრობლემების გადაჭრისთვის საჭირო საინტერესო გზების ძიება და გამარჯვებულების დაჯილდოვება პარტნიორი ორგანიზაციების მიერ;

გადამზადების სასერტიფიკატო კურსი ციფრულ მედია მარკეტინგში: Google, YouTube, Facebook, Instagram, TikTok და სხვა საშუალებების ეფექტურად გამოყენებისთვის;
გადამზადების სასერტიფიკატო კურსი ბიზნესკომუნიკაციებში: როგორ ვიპოვოთ პირველი სამსახური, როგორ შევადგინო CV, როგორ დავწერო სამოტივაციო წერილი, რის შესახებ ვისაუბრო გასაუბრებაზე და როგორ წარვმართო საქმიანი კომუნიკაცია;
• გადამზადების სასერტიფიკატო კურსი კიბერუსაფრთხოებაში: როგორ დავიცვა კიბერჰიგიენა ყოველდღიურ ცხოვრებაში;
• პროფესიული ორიენტაცია - ტრენინგები პროფესიის სწორად არჩევისთვის: მსოფლიოში ყველაზე სწრაფად მზარდი და მოთხოვნადი პროფესიების შესახებ დისკუსია და განხილვა მომავალი პროფესიის შესახებ სწორი არჩევანის გასაკეთებლად;
• ტრენინგები პირველი ბიზნესის დასაწყებად: როგორ შევქმნა საკუთარი სტარტაპი სტუდენტობის პირველივე დღიდან და გავხადო ჩემი კომპანია წარმატებული.

აქტივობებში ჩართვის მსურველებმა უნდა დარეკონ ნომერზე: +995 571 003 056

და ან გაიარონ წინასწარი რეგისტრაცია მითითებულ ბმულზე

ყველა აქტივობის დაწყების თარიღები, ინფორმაცია ტრენერების, ხანგრძლივობის, პრიზების და სხვა საკითხების შესახებ ეტაპობრივად გაზიარდება ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მიერ.

რაც შეეხება ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამებს, ესენია:

ბიზნესის ადმინისტრირება მენეჯმენტის პროგრამა, საინფორმაციო ტექნოლოგიების პროგრამა, ფინანსების პროგრამა.

თითოეული მათგანი სტუდენტებს სთავაზობს ცოდნას, რომელიც სრულად პასუხობს თანამედროვე განათლების სისტემის მოთხოვნებსა და გამოწვევებს და ამასთან, წარმატებით დასაქმების გარანტიადაც მოიაზრება. უნივერსიტეტის სტუდენტები და კურსდამთავრებულები უკვე არიან საერთაშორისო თუ ადგილობრივი მოწინავე კომპანიების თანამშრომლები. მათი ნაწილი კი წარმატებით უძღვება საკუთარ საქმეს.

ამ პროცესში დიდი როლს თამაშობენ BTU-ს მრავალრიცხოვანი პარტნიორები.

Facebook Twitter
ამინდი
ახალციხე 6 °C
img
ახალქალაქი 3 °C
img
ასპინძა 7 °C
img
ადიგენი 8 °C
img
ბორჯომი 6 °C
img
თბილისი 4 °C
img
აბასთუმანი 2 °C
img
ბაკურიანი -1 °C
img
ნინოწმინდა 3 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
1
3.9824
RUB
RUB
100
4.4277
TRY
TRY
1
0.4678
USD
USD
1
3.2888
AMD
AMD
1000
6.2886
კალენდარი
«« აპრილი  »»
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.