რამდენად მნიშვნელოვანია სათესლე კარტოფილი უხვი მოსავლისთვის - რჩევა(R)
საქართველოში კარტოფილის ღირებულება ისევ გაიზარდა. კერძოდ, ახალქალაქის მაღაზიებში 1 კგ პროდუქტის ფასმა 2,20 -2,50 ლარი შეადგინა. კარტოფილი შედარებით იაფი ბაზრის დახლებზეა.
კარტოფილის ფასის მატებასთან ერთად მოიმატა თესლის ფასმაც. ფერმერები ხშირად მაღალი ფასის გამო ვერ ახერხებენ ხარისხიანი თესლის შეძენას, რაც თავის მხრივ მოსავალზეც ახდენს გავლენას.
ბოსტნეულის უხვმოსავლიანობა პირდაპირ დაკავშირებულია ხარისხიან თესლთან, რომელიც ფერმერებისთვის არ ისე მცირე ხარჯია.
მსგავსი პრობლემა შეექმნათ ახალქალაქელ ფერმერებსაც, თუმცა კრედო ბანკის აგრო განვადების ფარგლებში, პარტნიორ აგრო მაღაზიაში კარტოფილის ხარისხიანი თესლი შეიძინეს და უხვი მოსავალიც მიიღეს.
აგრო განვადება განკუთვნილია სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით დაკავებული პირებისთვის, მათთვის, ვისაც სურს მარტივად, განვადებით შეიძინოს სოფლის მეურნეობისთვის საჭირო შხამ ქიმიკატები, ტექნიკა და აგრო მასალები.
დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ.გვერდს: credobank.ge
გააზიარეთ :